მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25 » როგორ მოვაგვაროთ პრობლემა Please Insert a Disk into Drive… როცა ვინდოუსი გარე დისკებს ვერ პოულობს
1:27 AM
როგორ მოვაგვაროთ პრობლემა Please Insert a Disk into Drive… როცა ვინდოუსი გარე დისკებს ვერ პოულობს

ალბათ ხვდებით , თუ რა სახის პრობლემაზეა საუბარი. მოკლედ, არის შემთხვევები, როცა გარე დისკს დებთ ვინდოუსში და რატომღაც გამოდის მსგავსი ტიპის შეტყობინებები. შეიძლება ეს იყოს "ფლეშ” დისკი ან სულაც CD/DVD მაგრამ მსგავსი ტიპის შეტყობინება არ შორდება თქვენს კომპიუტერს. ასეთ შემთხვევებშიც არსებობს გამოსავალი.

თუ ეს პრობლემა აღინიშნება USB flash დრაივებზე, მაშინ შეიძლება ის უკავშირდებოდეს ე.წ. file system ფორმატს. რატომღაც ვინდოუსის მიერ USB drive 0-ს ვინდოუსი ვერ აღიქვამს როგორც მისაღებ file system-ს, როგორებიცაა FAT, FAT32, NTFS. თუ დისკზე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ინახავთ, ყველაზე მარტივი გამოსავალი მისი დაფორმატებაა.

დაფორმატების დროს, გირჩევთ FAT32 პარამეტრი მიუთითოთ შესაბამის ველში, როგორც ამას სურათზე ხედავთ.

და ბოლოს თუ მაინც გინდათ დისკიდან წაშლილი ფაილების აღდეგან, გადმოწერეთ ამ პროგრამებიდან რომელიმე:
recuva
file reconstructor
online_recovery

მეორე მეთოდზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და ის დაკავშირებულია დისკისთვის ე.წ. drive letter-ის შეცვლასთან და ამ სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ: როგორ მოვიქცეთ თუ კომპიუტერი ვეღარ პოულობს USB დრაივს .

არის ასევე მესამე მეთოდი, ამ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება თავად დრაივერი იყოს, რადგანაც სავარაუდოდ მოხდა მისი განახლება, რამაც გამოიწვია გარკვეული შეუთავსებლობა. შეიძლება არასწორი ვერსიით იქნა ისა ჩანაცვლებული ან რა ვიცი, მიზეზი უამრავია ხოლმე. წაშალეთ არასათანადო დრაივერი და გადატვირთეთ კომპიუტერი.

ვინდოუსი ეცდება თავიდან დააყენოს შესაბამისი დრაივერი. მაგრამ განახლების დროს, ყურადღებით იყავით რას იწერთ და რა მონაცემებით.

იმედია www.want.ucoz.org-ს რჩევები გამოგადგებათ.

კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1876 | დაამატა: zura | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
Block title